top of page
green-camp-full-logo-geo.png

რა არის მწვანე ბანაკი

მწვანე ბანაკი 7-16 წლის ბავშვებისათვის - არაფორმალური განათლების უმაღლესი სტანდარტები

 

მწვანე ბანაკი მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით, აორგანიზებს საბავშვო განმავითარებელ, სათავგადასავლო ბანაკებსა და ლაშქრობებს.

ჩვენი პრიორიტეტი, თავისუფალი, ჯანსაღი და შემოქმედებითი გარემოს შემქნაა, სადაც მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ ურთიერთობებს, ურთიერთპატივისცემას, ბავშვის პიროვნულ განვითარებას და მის საჭიროებებზე მორგებულ განმავითარებელ აქტივობებს.

 

მწვანე ბანაკელ ბავშვებთან მუშაობენ ბავშვის განვითარების სპეციალისტი ლიდერები, ასევე სერთიფიცირებული ინსტრუქტორები (თხილამურები, ფრენბურთი)

ისტორია

მწვანე ბანაკის ჩამოყალიბების იდეა ბავშების აღზრდის პროცესში დაიბადა, მას შემდეგ რაც პირადი დაკვირვების საფუძველზე გავიაზრეთ, რომ სკოლა და სკოლამდელი განათლება ბავშვს/მოზარდს არ აძლევს იმ საბაზისო და ძალიან მნიშვნელოვანი უნარების განვითარების შესაძლებლობას, რასაც ბანაკში ყოფნა მოიცავს.

პირველი "საბანაკო აქტივობები" მუსიკალური სკოლის ბავშვებისთვის ჩატარდა, რომლებიც გასტროლებზე საზღვაო კურორტზე იმყოფებოდნენ. აქტივობების დაგეგმვის იდეა მოულოდნელად გაჩნდა და საკმაოდ სახალისო და საინტერესო გამოვიდა. სწორედ აქიდან დაგვებადა იდეა, რომ მსგავსი ტიპის შეკრებისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და ბანაკად ჩამოგვეყალიბებინა.

პირველ წელს მწვანე ბანაკი 3 ნაკადს მასპინძლობდა, ახლა კი წელიწადში 20 ნაკადისგან შემდგარი ზამთრისა და საზაფხულო ბანაკები არსებობს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ბანაკს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარი აღჭურვილობა და ჰყავდეს პროფესიონალი ინსტრუქტორები, რაც საკმაოდ დიდი და წინ გადადგმული ნაბიჯია.

რას ემსახურება ბანაკი?

  • პიროვნული განვითარება, კომუნიკაციის უნარების განვითარება

  • გუნდური აზროვნების ჩამოყალიბება

  • სტრატეგიული აზროვნების უნარები

  • სოციალური უნარების განვითარება

  • სწავლა-თამაში

  • საკუთარი თავის პრეზენტაცია

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ფიზიკური აქტივობები

  • შემოქმედებითი მიმართულება - ხელსაქმე, როგორც მოტორული უნარჩვევების განვითარება

  • არტ თერაპია - თიხაზე მუშაობის შესწავლა

  • დამოუკიდებლობის წახალისება - საკუთარი პირადი სივრცის მოვლის შემთხვევაში მცირე წამახალისებელი პრიზების გადაცემა

  • ინდივიდუალური მიდგომა და ემოციური მხარდაჭერა

ხედვა და ღირებულებები

ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და საჭიროებების დაცვა, მათი დანაკლისების კომპენსირება განსხვავებულ გარემო პირობებში

  • მშობლის გაძლიერება და ემოციური მხარდაჭერა

  • პიროვნული უნარების განვითარების ხელშეწყობა

  • ბავშვის ემოციური მხარდაჭერა და გაზიარება

  • მიმღებლობა, ურთიერთპატივისცემა, თავისუფლება

bottom of page