top of page

მომსახურების ხელშეკრულების პირობები პროექტის მონაწილეთათვის

1. პრეზუმფციული დებულებები

1.1. ეს ხელშეკრულება (წინამდებარე პირობები) წარმოადგენს ყველა იმ ხელშეკრულების არსებით ნაწილს, რომელიც დადებულია შემსრულებელს/კომპანიასა (შპს მწვანე ბანაკი ს/კ: 400332920) და დამკვეთს (მონაწილის - მშობელი, მეურვე) შორის, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, შემსრულებლის მიერ მოწყობილ აქტივობაში მათი შვილის/აღსაზრდელის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, თუ მხარეები უთითებენ ამ/წინამდებარე ხელშეკრულებაზე/პირობებზე. ამასთან, მოცემული პირობები სრულად ავთენტურია და ვრცელდება ხელშეკრულების ყველა მხარეზე თანაბრად. ხელშეკრულების საგანი, გასაწევი მომსახურებისა და ანაზღაურების მახასიათებლები მოცემულია მხარეთა შორის ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც აზუსტებს ამ ხელშეკრულების პირობებს და ინდივიდუალურია.

1.2. ეს ხელშეკრულება/პირობები არ წარმოადგენს შეთავაზებას ან/და ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, არამედ ის არის იმ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, დადებული მხარეთათვის მისაღები ფორმითა და საშუალებით, შესაბამისი მითითებით.

 

 

2. ანცხადებები და გარანტიები

2.1. თითოეული მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

2.2. წარმოადგენს უფლებაუნარიან და ქმედუნარიან პირს, რომელსაც ხელშეკრულების დადების მიზნით  მოპოვებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა, ნებართვა ან/და დავალება (მინდობილობა);

2.3. ხელშეკრულების დადება ან/და შესრულება არ მოდის წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან (მათ შორის მხარის იურისდიქციის კანონმდებლობასთან), საერთაშორისო ნორმებთან, მხარის დებულებებთან, წესდებებთან, გადაწყვეტილებებთან, სადამფუძნებლო ან/და სხვა სახის დოკუმენტებთან, არ იწვევს სხვა სახელშეკრულებო/სამართლებრივი ურთიერთობებით ნაკისრი/განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევას და არ წარმოშობს მესამე პირ(ებ)ისათვის ხელშეკრულებაზე შეცილების უფლებას;

2.4. ხელშეკრულების დადების თარიღისათვის მისთვის არ არის ცნობილი ფორს-მაჟორის არსებობის შესახებ, რომელიც შეუძლებელს გახდის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვადამოსული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას;

2.5. მხარე მოპასუხის ან მესამე პირის სახით არ მონაწილეობს სასამართლო ან/და საარბიტრაჟო დავაში, ადმინისტრაციულ წარმოებებში, რომელიც ხელს შეუშლის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას;

2.6. წარმოადგენს გადახდისუნარიან პირს, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრების ან რეაბილიტაციის) საქმისწარმოება, ლიკვიდაციის პროცესი ან/და არ არსებობს სხვა სახის გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას;

2.7. ხელშეკრულების დადების მიზნით, მეორე მხარისათვის წარდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, ხოლო დოკუმენტები (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად წესდება, სადამფუძნებლო დოკუმენტ(ებ)ი, დავალება (მინდობილობა) და სხვა) წარმოადგენს სრულ და მოქმედ რედაქციას;

2.8. მხარე არ მონაწილეობს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, რაიმე უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ან/და ტერორიზმში), რომელიც ეწინააღმდეგება ნებისმიერი იურისდიქციის კანონმდებლობას (მათ შორის, მხარის რეზიდენტი ქვეყნის იურისდიქციის კანონმდებლობას) და არ იყენებს თავის საქმიანობაში (მათი თანხმობის ან/და შესაბამისი ნებართვის გარეშე) არასრულწლოვნის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომას.

2.9. ხელშეკრულების დადებისას მეორე მხარის ან/და მესამე პირ(ებ)ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მხარის ან/და მისი ახლობლების მიმართ იძულებას, მოტყუებას ან/და მუქარას, მეორე მხარეს არ უსარგებლია მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობით და არ გამოუყენებია ბოროტად საბაზრო ძალაუფლება.

2.10. მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მეორე მხარეს ნებისმიერი გარემოებ(ებ)ის შესახებ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხელშეკრულებაში მითითებული განცხადებებისა და გარანტიების ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულებ(ებ)ის დარღვევა.

2.11. მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებას დებენ განცხადებებსა და გარანტიებზე დაყრდნობით და თვლიან მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული განცხადებების და გარანტიების დარღვევა საკმარის საფუძველს წარმოადგენს დამკვეთის მიერ ხელშეკრულებაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

 

 

3. ხელშეკრულების მოქმედების ფარგლები

3.1. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შედგება შემდეგი დოკუმენტებისაგან: (ა) წინამდებარე მომსახურების პირობები ან/და (ბ) მხარეთა შორის დადებული ნებისმიერი დამატებითი დანართი. ამასთან:

3.1.1. მომსახურების ხელშეკრულების პირობებსა და დანართ(ებ)ის პირობებს შორის წინააღმდეგობის არსებობისას უპირატესობა მიენიჭება დანართ(ებ)ის ან/და სპეციალური შეთანხმების პირობებს;

3.1.2. დანართ(ებ)ის პირობებს შორის წინააღმდეგობის არსებობისას უპირატესობა მიენიჭება იმ დანართის პირობებს, რომელიც ადგენს უფრო სპეციალურ პირობებს და განკუთვნილია კონკრეტული სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად.

 

 

 

 

4. ტერმინთა განმარტებები

4.1. თუ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ან/და მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ქვემოთმოცემულ ტერმინებს ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა:

4.1.1. კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების ერთობლიობა;

4.1.2. ინტელექტუალური პროდუქტი - არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის მიმართაც არსებობს კანონმდებლობის საფუძველზე ინტელექტუალური სამართლის ნორმებით მოწესრიგებული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები.

4.1.3. ანგარიშსწორება - სხვადასხვა საშუალებებით (მათ შორის საბანკო დაწესებულებების მეშვეობით) გადამხდელი პირის მიერ ფულადი სახსრების მიმღები პირისათვის გადაცემის შესრულების პროცესი;

4.1.4. პროექტი - შემსრულებლის მიერ მოწყობილი საზაფხულო ან/და ზამთრის ბანაკი, ან/და ნებისმიერი სხვა ტიპის აქტივობა;

4.1.5. პროექტის მონაწილე - კომპანიის მიერ მოწყობილ აქტივობაში მონაწილე პირი;

4.1.6. მესამე პირ(ებ)ი - ნებისმიერი პირი, რომელიც არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს;

4.1.7. საანგარიშო თვე - 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;

4.1.8. საანგარიშო წელი - 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარული დღე;

4.1.9. სამუშაო დღე - დღე, რომელიც არ არის საქართველოს შრომის კოდექსით ან კანონმდებლობით დადგენილი უქმე ან დასვენების დღე.

4.1.10. ვებ-გვერდი - დამკვეთის ოფიციალური ვებ გვერდი (https://www.green-camp.ge/ )

 

 

5. ხელშეკრულების სხვა პირობები

5.1. შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უნდა შესრულდეს ხელშეკრულების დანართით - სარეგისტრაციო ფორმით განსაზღვრულ ვადებში.

5.2. შემსრულებელმა პირადად უნდა შეასრულოს მომსახურება. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პირად შესრულებას უთანაბრდება მომსახურების შესრულება შემსრულებლის თანამშრომლ(ებ)ის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.3. თუ მომსახურება ითვალისწინებს დამკვეთისათვის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (მათ შორის ინტელექტუალური პროდუქტის) მიწოდებას, შემსრულებელმა დამკვეთს უნდა წარუდგინოს უფლებრივად უნაკლო არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (მათ შორის ინტელექტუალური პროდუქტი).

5.4. შემსრულებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დამკვეთს ნებისმიერი იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შემსრულებლის მიერ ხელშეკრულების დადებისას შეუძლებელი იყო და რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების საფასურის გაზრდა (შემდგომში - შეცვლილი გარემოებები).

 

 

6. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

6.1. დამკვეთი უფლებამოსილია:

6.1.1. მოსთხოვოს შემსრულებელს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებვში ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება;

6.1.2. უარი თქვას მომსახურების მიღებაზე/შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დაცვით.

6.2. დამკვეთი ვალდებულია:

6.2.1. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოახდინოს ანგარიშსწორება;

6.2.2. არსებობის შემთხვევაში, პროექტის დაწყებამდე მიაწოდოს კომპანიას ამომწურავი ინფორმაცია ბავშვის ისეთი სამედიცინო ისტორიის/საჭიროებების შესახებ, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს დაგეგმილი აქტივობების სრული მოცულობით განხორციელებას და რაც დაეხმარება კომპანიას, ბავშვს გაუწიოს მასზე მორგებული მომსახურება და შესთავაზოს შესაბამისი აქტივობები პროექტში ყოფნის პერიოდში;

6.2.3. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ მოდის პროექტიში, ამის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს კომპანიას და 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს კვალიფიციური ექიმის მიერ გაცებული შესაბამისი სამედიცინო ცნობა;

6.2.4. საკუთარი ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დაუყონებლივ აცნობოს კომპანიას.

6.3. შემსრულებელი უფლებამოსილია:

6.3.1. მოსთხოვოს მშობელს, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულება;

6.3.2. მშობლის მხრიდან ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულება;

6.3.3. მშობლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 6.2.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოიხსნას პასუხისმგებლობა ბავშვის ჯანმრთლობის მდგომარეობის პროექტში გაუარესების გამო;

6.3.3. ბავშვის საჭიროებების დადგენის (მათ შორის სამედიცინო საჭიროებების) მიზნით კომპანიის წარმომადგენელი (მათ შორის ექიმი) დაუკავშირდეს მშობელს და მიიღოს შესაბამისი და ამომწურავი ინფორმაცია.

6.4. შემსრულებელი ვალდებულია:

6.4.1. უზრუნველყოს “პროექტის” აღსაზრდელთა ტრანსპორტირება მაღალი კლასის, თანამედროვე ავტობუსით და პროფესიონალი მძღოლით ყველა მიმართულებით;

6.4.2. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდება;

6.4.3. მონაწილეებისათვის პროექტის განხორციელება უზრუნველყონ, და ასევე მეთვალყურეობა და მზრუნველობა გააწევინონ ახალგაზრდულ მუშაკებს - ე.წ Youth Workers და კვალიფიციურ სპეციალისტებს დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

6.4.4. უზრუნველყონ არაძალადობრივი, მშვიდი და მოწესრიგებული გარემო მონაწილეებისთვის;

6.4.5. უზრუნველყოს მონაწილეები უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით;

6.4.6. გაწეროს და პროექტის მონაწილეების საჭიროებებს/მოთხოვნებს მოარგოს შესაბამისი აქტივობების პროგრამა პროექტის მიმდინარეობისას;

6.4.7. მუდმივ კომუნიკაციაში იყოს მშობლებთან და დაუყონებლივ აცნობოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სხვა საფრთხის/დამდგარი შემთხვევის შესახებ.

 

 

7. მხარეთა პასუხისმგებლობა და პირგასამტეხლო

7.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

7.2. პროექტში ყოფნის პერიოდში შემსრულებლის ბრალით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, კომპანია სრულად აანაზღაურებს მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს და მშობელს/მეურვეს დაუბრუნდება გადახდილი თანხა ნაკადის დასრულებამდე დარჩენილი დღეების პროპორციულად.

7.3. შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს, რა შემთხვევაშიც დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს, პროექტში ყოფნის პერიოდში, ბავშვის მიერ, შემსრულებლის ან/და მესამე პირის ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

 

 

8. დაუძლეველი ძალა

8.1. მხარე არ არის პასუხისმგებელი მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე, თუ აღნიშნული შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება განპირობებულია ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის მოქმედების შედეგად.

8.2. მხარე, რომელსაც წარმოეშვა ფორს-მაჟორი, მიუხედავად იმისა დასრულებულია თუ არა მისი მოქმედება, ვალდებულია: (ა) აღნიშნული გარემოებ(ებ)ის დადგომიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში მიაწოდოს მეორე მხარეს ფორს-მაჟორულ გარემოებ(ებ)თან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის აღწერას, მისი მოქმედების სავარაუდო ხანგრძლივობას, შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის თარიღს/დროს და (ბ) მიიღოს აუცილებელი ზომები ამ გარემოებ(ებ)ით გამოწვეული/მოსალოდნელი შედეგების (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ზიანის/ზარალი) შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად.

8.3. ფორს-მაჟორის მოქმედების განმავლობაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები შეჩერდება და გადავადდება ფორს-მაჟორის ხანგრძლივობის შესაბამისად. აღნიშნული ვადების დინება ან/და ვალდებულებების შესრულების პირობა განახლდება ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის აღმოფხვრისთანავე.

8.4. შემსრულებელი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები თუ (ა) ფორს-მაჟორის მოქმედება არ ახდენს გავლენას მათ სრულ და ჯეროვან შესრულებაზე და (ბ) დამკვეთს აღნიშნული შესრულების მიმართ გააჩნია ინტერესი.

 

 

9. ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტის პირობები

9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

9.2. ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა შემდეგი პირობებით:

9.2.1. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მშობლის/მეურვის ინიციატივით და წინამდებარე ხელშეკრულების 6.2.3 მუხლის შესაბამისად, მშობელი/მეურვე ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სამედიცინო ცნობა ამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მშობელს/მეურვეს თანხა არ დაუბრუნდება.

9.2.2. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ხელშეკრულებას წყვეტს საკუთარი ინიციატივით და პროექტის დაწყებამდე დარჩენილია 7 (შვიდი) და ნაკლები კალენდარული დღე და ამასთან არ წარმოადგენს ჯანმრთელობის ცნობას ან მხარეს წინასწარ არ შეატყობინებს ფორს-მაჟორული სიტუაციის დადგომის შესახებ, კომპანია მას აუნაზღაურებს სარეგისტრაციოდ გადახდილი თანხის 30%-ს.

9.2.3. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ხელშეკრულებას წყვეტს საკუთარი ინიციატივით და პროექტის დაწყებამდე დარჩენილია 7-ზე (შვიდი) მეტი კალენდარული დღე და ამასთან არ წარმოადგენს ჯანმრთელობის ცნობას ან მხარეს წინასწარ არ შეატყობინებს ფორს-მაჟორული სიტუაციის სადგომის შესახებ, კომპანია მას აუნაზღაურებს სარეგისტრაციოდ გადახდილი თანხის 50%-ს.

9.2.4. კომპანიის ინიციატივით, თუ მშობელი/მეურვე არ ასრულებს/არაჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ;

9.2.5. კომპანიის ინიციატივით პროექტის ჩაშლის შემთხვევაში მონაწილეებს სრულად დაუბრუნდებათ გადახდილი თანხა

9.2.6. მხარეთა ინდივიდუალური შეთანხმებით;

9.2.7. ფორს-მაჟორული მდგომარეობის დროს მხარისთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებით;

9.2.8. წინამდებარე მუხლში მოცემული საფუძვლების გარდა, პროექტის დაწყების შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლების (მათ შორის ფსიქოლოგის) რეკომენაციის საფუძველზე, მშობლის/მეურვის მიერ ბავშვის პროექტიდან წაყვანის შემთხვევაში, კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მშობელს/მეურვეს აუნაზღაუროს პროექტის დასრულებამდე დარჩენილი დღეების საფასურის 50%.

9.2.9. წინამდებარე მუხლში მოცემული საფუძვლების გარდა, პროექტის დაწყების შემდეგ მშობლის/მეურვის ინიციატივით ბავშვის პროექტიდან წაყვანის ან/და დამკვეთის მიერ ხელშეკრულების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას გადახდილი თანხების ანაზღაურების შესახებ.

 

 

10. კონფიდენციალურობა

10.1. მხარე ვალდებულია, როგორც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდეგაც, არ გაამჟღავნოს ან/და მესამე პირ(ებ)ს არ გადასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია.

10.2. ამ მუხლის მიზნებისთვის კონფიდენციალური ინფორმაცია განიმარტება, როგორც ხელშეკრულების ხელმოწერის ან/და მისი შესრულების შედეგად ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარის შესახებ მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან/და გაგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის ინფორმაცია/დოკუმენტაცია მხარის პერსონალური, წილობრივი, ფინანსური მონაცემების, მხარის მფლობელი/მმართველი/ურთიერთდაკავშირებული პირ(ებ)ის, მესამე პირ(ებ)თან არსებული გარიგებ(ებ)ის, მფლობელობაში არსებული მოძრავი ან/და უძრავი ობიექტ(ებ)ის, ბიზნეს პროცესის/პროცედურების, მარკეტინგული სტრატეგიის, პროექტ(ებ)ის ან/და სხვა სახის მონაცემების შესახებ) ან/და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

10.3. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება: (ა) ინფორმაცია რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე არის/გახდება საჯარო; (ბ) ინფორმაცია, რომლის გამჟღავნების თაობაზეც არსებობს კონფიდენციალური ინფორმაციის მესაკუთრე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა ან/და მხარეთა შეთანხმება; (გ) ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის მესამე პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად;

 

 

11. დავების გადაჭრის წესი

11.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.

11.2. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს დამკვეთის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამკვეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

 

 

12. კომუნიკაცია

12.1. მხარეთა შორის ნებისმიერი ურთიერთობა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და მიეწოდოს მხარეს მომსახურების ხელშეკრულებაში ან/და დამკვეთთან არსებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე პირადად, კურიერის (მათ შორის რეგისტრირებული ფოსტის ან/და სასამართლო კურიერის), ელექტრონული ფოსტის, ფიჭური კავშირგაბმულობის (მოკლეტექსტური შეტყობინების) ან/და დამკვეთის მიერ შემდგომში განსაზღვრული კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

12.2. იმ შეთხვევაში თუ შემსრულებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკონტაქტო მონაცემის (მათ შორის ხელშეკრულებაში არსებული ნებისმიერი რეკვიზიტის) ცვლილების შესახებ წინასწარ არ შეატყობინებს დამკვეთს ან/და უშუალოდ ან საკონტაქტო პირის საშუალებით უარს განაცხადებს ხელშეკრულების საფუძველზე გაგზავნილი შეტყობინების მიღებაზე, ან გაგზავნილი შეტყობინება ვერ ჩაბარდება შემსრულებელს მისამართზე არყოფნის მიზეზით ზედიზედ ორჯერ, დამკვეთის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ასეთი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო კალენდარულ დღეს.

 

 

13. სხვა პირობები

13.1. შემსრულებლისთვის მიერ გაწეული მომსახურება კვალიფიციური და ხარისხიანი, შემსრულებლის ცოდნის, გამოცდილების და დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი;

13.2. შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს დამკვეთის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად განხორციელება;

13.3. შემსრულებელი ვალდებულია დროულად და სწორად მიაწოდოს ინფორმაცია დამკვეთს მომსახურების გაწევის მიმდინარეობის შესახებ;

13.4. შემსრულებელი ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს დამკვეთის ინტერესების დასაცავად;

13.5. დამკვეთი უფლებამოსილია შემსრულებლისგან მოითხოვოს ანგარიში, გაწეული სამუშაოსა და მომსახურების მიმდინარეობის შესახებ.

13.6. დამკვეთი ვალდებულია დროულად და სრულად გადაუხადოს შემსრულებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება.

13.7. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისას ისინი მოქმედებდნენ გონივრული განსჯის შედეგად, წინასწარ გაეცნენ ხელშეკრულებას, სრულად ესმით ხელშეკრულების პირობების შინაარსი და ისინი სათანადოდ იქნა შესწავლილი მხარეთა მიერ.

13.8. თითოეული მხარე (ა) უფლებამოსილია ისარგებლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებ(ებ)ით და (ბ) ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ი.

13.9. ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის კანონმდებლობის საფუძველზე ბათილად ცნობის/ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში დანარჩენი მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი, ქვეპუნქტ(ებ)ი ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, ბათილი/ძალადაკარგული მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის, ქვეპუნქტ(ებ)ის ნაცვლად მოქმედებს ის მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი, რომლ(ებ)ითაც ადვილად მიიღწევა ხელშეკრულების მიზანი.

13.10. ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა დასაშვებია წერილობითი ფორმით მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები ა/და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.

13.11. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებიდან ან/და კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარის მიერ უფლებ(ებ)ის გამოუყენებლობა არ წარმოადგენს მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის საფუძველს, ამასთან აღნიშნული მხარის მიერ ამგვარი უფლებ(ებ)ის გამოუყენებლობა არ წარმოადგენს შემდგომში ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის დარღვევის შედეგად წარმოშობილ მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის საფუძველს.

13.12. ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.

13.13. შემსრულებელი არ არის უფლებამოსილი დამკვეთის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირ(ებ)ს სრულად ან ნაწილობრივ დაუთმოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

13.14. ხელშეკრულების პირობების მოქმედება სრულად ვრცელდება მხარეებზე, მათ თანამშრომლებზე, წარმომადგენლებზე, სამართალმემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებზე.

13.15. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიიჩნევა დამკვეთის იურიდიული მისამართი.

13.16. ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (შემდგომში - კანონმდებლობა) შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიიჩნევა დამკვეთის იურიდიული მისამართი.

13.17. ხელშეკრულებაში არსებული მუხლ(ებ)ი/პუნქტ(ებ)ი/ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილი და დასათაურებულია, ხოლო გამუქებული სიტყვები მოცემულია ხელშეკრულების შინაარსის მოხერხებულად აღქმის მიზნით და არ ახდენს გავლენას ხელშეკრულების პირობ(ებ)ის ინტერპრეტაციაზე.

13.18. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხელშეკრულების ხელმოწერამდე მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანზე არსებული სიტყვიერი ან/და წერილობითი შეთანხმებები ჩაითვლება ძალადაკარგულად.

13.19. წინამდებარე პირობები დამტკიცებულად ითვლება მისი დამკვეთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

Untitled-1.png
bottom of page